ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის (ხაიში-უშგული) მონაკვეთი ჩაიკეტა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, ჩამოიშალა ახალი კლდოვანი მასა, რაც ქვათაცვენის საშიშროებას ქმნის. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ისევ აიკრძალა. ადგილზე მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა.
ამ დროისთვის, ქვათაცვენის გამო, ავტომობილებს მოძრაობა მხოლოდ ხაიშამდე შეუძლიათ.
ხაიშის მონაკვეთთან გუშინ, გვიან ღამით ჩახერგილი გზა მხოლოდ რამდენიმე წუთით გაიხსნა. იმ ავტომობილებმა, რომლებიც გზის გახსნას რამდენიმე საათი ელოდებოდნენ, უპრობლემოდ შეძლეს გადაადგილება როგორც მესტიის, ასევე ზუგდიდის მიმართულებით.