ლისი-მუხათწყაროს გზა გადაკეტილია. მეწყრული პროცესები სოფელ მსხალდიდის მონაკვეთზე გუშინ განვითარდა.
მორიგი სტიქიური ზონის შესახებ გეოლოგების დასკვნა დღეს გახდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდნენ, გეოლოგები, ექსპერტები და პოლიცია.
მეწყრული პროცესების გამომწვევ მიზეზად ბოლოდროინდელი უხვი ნალექი დასახელდა.