ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი ირაკლი საღინაძე აცხადებს, რომ პარასკევს, 4 მარტს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს.
„ხვალ 20:00 საათზე ვოლოდიმირ ზელენსკი მოგვმართავს ქართველებს ლაივში დიდი ეკრანიდან, რომელიც დაიდგმება პარლამენტის შენობის წინ. დავანახოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინელ ხალხს“, – წერს საღინაძე ფეისბუკზე.
განახლება: „ფორმულას“ ცნობით, სხვა ქალაქები, რომელთაც ზელენსკი მიმართავს, იქნება ფრანკფურტი, პრაღა, ლიონი, ბრატისლავა, ვენა და ვილნიუსი