დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალ საქართველოში 168 ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა.
როგორც გამყრელიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული დოზები სახელმწიფოს მიერაა ნაყიდი. მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში დევს, დაახლოებით, 2 მლნ-მდე დოზა სხვადასხვა ვაქცინა და მათ შორის არის "ფაიზერიც". შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საქართველოში აშშ-ის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მლნ დოზა „ფაიზერი“ ჩამოვიდა.