დაჯარიმებები გამკაცრდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, ქვეყანაში ეპიდვითარება საკმაოდ რთულდება, რის გამოც მთავრობა ვირუსის გავრცელების პრევენციის ზომებზე მიიღებს იმსჯელებს.
„ბოლო 1 კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის მხრიდან გამკაცრებულია ღონისძებები. მიმდინარეობს ინტენსიური მონიტორინგი. გამკაცრდა დაჯარიმებები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან შენარჩუნებული იყოს დამატებითი მიდგომა. ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოების მხრიდან აქტიური ჩართულობა, რომ მოხდეს დროული შეკავება ვირუსის, ინფექციის გავრცელების“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანასი უკვე აქტიური ინფიცირების მაჩვენებელი 10 ათასს აღემატება, რაც ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ხვალ კოვიდ-საბჭო შეიკრიბება და დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელებს.