ფორუმში მონაწილეობას 20-მდე მსხვილი დამსაქმებელი, 400-მდე წარმოდგენილი აქტიური ვაკანსიით მიიღებს. სამუშაო ადგილები ძირითადად სასტუმრო ინდუსტრიის სფეროდანაა. ამის შესახებ ინფორმაციას, დევნილთა, შრომის,ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის და გურიის რეგიონში მცხოვრებ შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს ფორუმის შესახებ ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით წინასწარ გაეგზავნათ.
ღონისძიების მიმდინარეობისას, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ფორუმის მონაწილეებს, დეტალურ ინფორმაციას ყველა იმ პროგრამისა და სერვისის შესახებ მიაწვდის, რომელსაც სახელმწიფო სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებელს სთავაზობს.
მათივე ცნობით, ფორუმის მიზანია აჭარის ა/რ მცხოვრები ტურიზმის ინდუსტრიის მიმართულებით დასაქმების მსურველი მოქალაქეებისთვის დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა. მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, კომპანიებმა კი შეძლონ სასურველი ადამიანური რესურსის მოძიება.
“ფორუმი ჩატარდება სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე; მისამართი: ქ. ბათუმი, გორგასლის ქუჩა N20 (პიაცას მოედანი).
დასაქმების ფორუმს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან ერთად მართავს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს https://www.facebook.com/worknet.gov.ge ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს - 1505. “- ნათქვამია განცხადებაში.