არ ვართ იმის გამკეთებლები, რომ ევროკავშირის გზაზე რამე პრობლემაც კი შევქმნათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "რუსული კანონის" წარდგენისას განაცხადა.
"ჩვენ არ ვართ იმის გამკეთებლები, რომ ევროკავშირის გზაზე რამე პრობლემაც კი შევქმნათ. ჩვენ გვწამს, რომ ამ რიგ შემთხვევებში ხისტი, მკაფიო, დამოუკიდებელი და თავისუფალი გადაწყვეტილებებით უფრო დაგვაფასებენ და უფრო მეტად შეაფასებენ ჩვენს გაწეულ სამუშაოს. ცალფეხზე დგომით არ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი ", - განაცხადა მდინარაძემ კითხვის პასუხად, უღირს თუ არა ხელისუფლებას "რუსული კანონი" ევროკავშირთან ევროკავშირთან ურთიერთობის დაპაუზებად, ან გაფუჭებად.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო. კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.