საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებებს და მთავარი არხის ჟურნალისტზე თავდასხმას ეხმაურება. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა:
"კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას. "ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!"
ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!", - წერს ზურაბიშვილი.