global distribution
გარე ავეჯი
შიდა ქართლში 14 წლის გოგოს ამ დრომდე ეძებენ. მოზარდი კასპის მუნიციპალიტეტში მოულოდნელად გაუჩინარდა.
 
გოგონა სოფელ სასირეთში სტუმრად თბილისიდან იყო ჩასული. ის ადგილობრივებმა ბოლოს 3 დღის წინ, შუადღით ნახეს.
 
სოფლის მოსახლეობას მოზარდის გაუჩინარების შესაძლო ვერსიებზე საუბარი უჭირს.
 
საქმეში უკვე ჩაერთნენ სამართალდამცავები და ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. კასპის სამმართველოში გამოიკითხნენ დაკარგული გოგონას მასპინძელი ოჯახის წევრები.
640