„ქართულმა ოცნებამ“ 2 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში სულ 2 794 718 ლარი დახარჯა, მათ შორის პარტიამ ყველაზე მეტი - 2 274 308 ლარი გარე რეკლამაში გადაიხადა. რაც შეეხება ინტერნეტ-რეკლამას, პარტიას ის 311 245 ლარი დაუჯდა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 209 164 ლარი გაიღო.
აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აგვისტოს სამ კვირაში ბეჭდური რეკლამისა და სატელევიზიო რეკლამისთვის გაწეული ხარჯები საანგარიშო პერიოდში, შევსებული დეკლარაციის მიხედვით პარტიას არ უფიქსირდება.
ამასთან, 2 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით 4 009 900 ლარი მიიღო, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან 3 836 700 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისგან 173 200 ლარი. საანგარიშო პერიოდში, პარტიას საბიუჯეტო დაფინანსების სახით 428 335 ლარი ჰქონდა.