პარტია "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელიც 15:00 საათისთვის არის დაგეგმილი.
დეპუტატების ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში დაგეგმილ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით ჩაინიშნა.
ამასთან, როგორც უმრავლესობის წევრებისთვის არის ცნობილი, დღევანდელ სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნები და მასთან დაკავშირბულო საკითხები უნდა იყოს.
ამ ეტაპზე უცნობია, შეიცვლება თუ არა უმრავლესობის სხდომის დღის წესრიგი "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო.
უმრავლესობის წევრები ამ წუთებში იკრიბებიან.