ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი გლოვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ევროკავშირის ელჩის განცხადებით, სასწრაფოდ უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობა და კონფლიქტის მოგვარებაზე იქნეს მიმართული ძალისხმევა.
"დღეს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაკარგულ ოთხ სიცოცხლეს ვგლოვობთ და მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და რამდენად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ გაძლიერდეს თანამშრომლობა და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა", - აღნიშნავს კარლ ჰარცელი.