პროფესორის, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადბით, ყველაფერი კეთდება, რომ საქართველოში იყოს ფაიზერის ვაქცინა.
“კარგი ვაქცინა არის „ფაიზერი“. მე მინდა, საქართველოში იყოს „ფაიზერი“. წერტილი! რაც ჩემზეა დამოკიდებული და რაც არ არის, ყველაფერი კეთდება, რომ საქართველოში იყოს “ფაიზერის” ვაქცინა. დეტალებს ვერ მოგიყვებით.
მე მივესალმები ჩვენი პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის ძალისხმევას. სხვათა შორის, ქალბატონმა ტიკარაძემ ძალიან აქტიურად იმუშავა, რომ საქართველოში „ფაიზერის“ მილიონი დოზაზე მეტი ჩამოვიდეს.”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
ფხაკაძე მადლობას უხდის საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ქვეყანაში “ფაიზერის” ვაქცინის შემოსატანად შეტანილი წვლილისთვის და ყველა იმ პირს ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.
“კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ჯანდაცვის მინისტრს, რომელმაც პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. მადლობა ასევე ყველას, ვინვც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. იმედია, ბოლო წუთს რაიმე არ ჩაიშლება და მილიონზე მეტი დოზა ჩამოვა დაახლოებით 2 თვეში.
მანამდე ჩამოტანილი „გოგლი-მოგლი“ ჩამომტანების სინდისზე იყოს (არასწორად შევსებული ფორმები, არასწორი მოლაპარაკებები და ა.შ.), ეს ვითომ „ექსპერტები“ და ვითომ „ყველაფერშჩიკები“ რომ აპიარებდნენ. ყველაფერი „ვითომ“. დავიღალეთ.
ვამბობ სიმართლეს, არ მაინტერესებს, ჩემზე რას იტყვით. როცა ვინმე კარგ საქმეს აკეთებს, ვიტყვი, რომ კარგია. რაც მე ჯანდაცვის სამინისტრო და მმართველი პარტია მილანძღია, როცა საჭირო იყო, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ კარგი საქმე გააკეთეს.
ახლა დამიწყებენ ლანძღვას, დაბრალებას და ა.შ. სად არის ის პარტია, 1 მლნ „ასტრაზენეკა“ რომ ჩამოჰქონდა?! სადაა ის ვაქცინა?! არაა. ჯერ ერთი, მე არ მინდა „ასტრაზენეკა“ ჩემს ქვეყანაში. მე მინდა „ფაიზერი“ და წერტილი!” - განაცხადა ფხაკაძემ.
მისივე განმარტებით, მას არ სურს საქართველოში დაბალი ხარისხის ვაქცინა შემოვიდეს, ვინაიდან საქართველოს ჯანდაცვის სისტემას კარგად იცნობს და იცის, რომ უხარისხო ვაქცნით გამოწვეულ პრობლემებს ვერ სისტემა ვერ გაუმკლავდება.
“მე არ მინდა ბანძი მეორე და მეათეხარისხოვანი ვაქცინა - იმიტომ, რომ არ გვაქვს ისეთი ჯანდაცვის სისტემა, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით პრობლემა როცა შეიქმნება, იმ პაციენტს ისე მოვუაროთ, როგორც საჭიროა.
ჩვენთან არ არის ისეთი ძლიერი ჯანდაცვის სისტემა, როგორიც ევროპაში, ისარელში, აშშ-ში, რომ გვქონდეს ფუფუნება, „ისე რა“ ვაქცინები გავაკეთოთ და გართულებებს მოვუაროთ.
ფხაკაძემ შიგნიდან იცის ქართული ჯანდაცვა და გეუბნებით, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა „ბანძ“ ვაქცინებს ვერ გადაიტანს. გაიგეთ! არ ვიცი, რა იქნება ხვალ, მაგრამ დღეს „ფაიზერი“ არის მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა. ყველასთვის კარგი ვერ იქნები, მაგრამ ჩვენი ქვეყანა პატარაა, იმდენი პრობლემა გვაქვს და ამ დროს მილიონები წყალში გადაყარეს. იქ კორუფცია, იქ უსარგებლო სიპები და ა.შ. გადადეთ ეს 200 მლნ, იყიდეთ რაგი ვაქცინა და მორჩება!
კოვიდი ვერაგია, პოსტკოვიდური მდგომარეობა ქვეყანაში რთულია. მოსახლეობის 30%-ზე მეტი ინფიცირებულია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ათი ათასობით ადამიანს უკვე აქვს პოსტკოვიდური პრობლემები.
მეც ვიკეთებ ფაიზერს 14 ივნისს მინდა, დამთავრდეს ეს პანდემია, ამუშავდეს ბიზნესი, დავიწყოთ აქტიური ცხოვრება, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ დავიწყეთ „გოგლი-მოგლი“ ვაქცინების გაკეთება. არ გვაქვს ფუფუნება, გოგლი-მოგლი გავიკეთოთ. უნდა ჩამოიტანო ისეთი „რკინა-ბეტონის“ ვაქცინა, რომელიც მართლა იმუშავებს. "- აღნიშნა ფხაკაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში 45 წლის ზევით ძალიან ბევრს აქვს ქრონიკული დაავადებები და ბევრი ფაქტორია, თუ რატომ არ შეიძლება საქართველოში ცუდი ვაქცინა.
“ უნდა იყოს ან ძალიან კარგი, ან საერთოდ არ იყო. რომ ჩამოიტანო ეს ჩინური, არ მუშაობს და რა ვქნა?! ჩინურს რომ გაიკეთებ , ადამიანმა მაინც პირბადით უნდა იაროს. ეფექტურობა 50%-ია. კი, დაწევს სიკვდილობა, მძიმე ფორმები, მაგრამ გავრცელებას ვერ აჩერებს, 10-დან 5 დაინფიცირდება.
კიდევ ერთხელ - პირადად მინისტრ ტიკარაძეს დიდი მადლობა. ახლა პოლიტიკურად ანგაჟირებული ტიპები ამის თქმის გამო დაწერენ რაღაცას ჩემზე. თუ ხართ მაგრები, აღიარეთ, რომ ეს საქმე კარგად კეთდება.”- განაცხადა ფხაკაძემ.