
ყველა მოძალადე იქნება დასჯილი სამართლებრივად. რამდენიმე სამართალდამცველია დაშავებული. ერთის მდგომარეობა ძალიან მძიმეა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კანონის ფარგლებში ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.
„მოძალადეებს რაც შეეხება, ჩვენ არაერთი გაფრთხილება გავაკეთეთ, ნუ გადადგამდნენ ნაბიჯს ძალადობისკენ, ამას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება. ცხადია, ყველა მოძალადე იქნება დასჯილი სამართლებრივად, კანონის ფარგლებში ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. რაც შეეხება სამართალდამცველებს, რამდენიმე სამართალდამცველია დაშავებული. ერთის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მინდა მას ჯანმრთელობა ვუსურვო. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ რომ გამოჯანმრთელდეს“, - აღნიშნა კალაძემ.