თუ იაფ სტამბოლი
ავერსი შნაიდერი
სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ერთ-ერთ სკოლასთან მომხდარი აფეთქების შედეგად - აცხადებს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
 
სამინისტროს პრესმდივნის, ტარიყ არიანის განცხადებით, აფეთქება მოხდა ადგილობრივი დროით საღამოს 4 საათსა და 27 წუთზე, სიედ ალ-შაჰდას სკოლასთან, ქაბულის დასავლეთში მდებარე, ძირითადად შიიტებით დასახლებულ უბანში. დაღუპულთა უმეტესობა მოსწავლეები არიან, ამბობს არიანი და დასძენს, რომ მსხვერპლის რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.
 
განათლების სამინისტროს პრესმდივანმა სააგენტო როიტერსს უთხრა, რომ სკოლაში როგორც ბიჭები, ისე გოგონები სწავლობენ და ისინი სხვადასხვა ცვლაში დადიან, მეორე ცვლა ქალი მოსწავლეებისაა. პრესმდივნის თქმით, დაჭრილთა შორის უმრავლესობას სწორედ გოგონები შეადგენენ.
 
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია. თალიბანის პრესმდივანმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა უარყო ინციდენტში ჯგუფის მონაწილეობა და თავდასხმა დაგმო.
 
ქაბულის შიიტური უბნები ხშირად ხდება ექსტრემისტული გაერთიანების, ისლამური სახელმწიფოს სამიზნე. ამ ჯგუფის ადგილობრივი მოკავშირე გაერთიანება დაადანაშაულეს ამავე უბანში შარშან მომხდარ სისხლიან თავდასხმაში სამშობიარო სახლზე, რომელსაც დედები და ახალშობილები ემსხვერპლნენ.
1067