აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი ხოცვა გენოციდად აღიარა. ამის შესახებ მის განცხადებაში წერია.
"ამ დღეს, ყოველ წელს ვიგონებთ ოსმალეთის ეპოქის დროს მომხდარი სომეხთა გონეციდის მსხვერპლებს" – ამბობს ბაიდენი განცხადებაში.
ჯო ბაიდენი გახდა აშშ-ს პირველი პრეზიდენტი, რომელმაც სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.