ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ჟინვალის ჰიდროკომპლექსში ჰესის სტაბილური და უსაფრთხო ოპერირებისთვის 4 ერთეული ევროპული სტანდარტის, HB3-C-ის ტიპის, საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები დაამონტაჟა.
ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურში დაყენებული SIEMENS HB3-C და სხვა საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები, ევროპული სტანდარტის მიხედვით, საჭიროა იმ ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებზე, რომელთა დადგმული გამომუშავების სიმძლავრე აღემატება 30 მეგავატს.
HB3-C ტიპის საგენერატორო ვაკუუმური ამომრთველები შეესაბამება ევროკავშირის IEC 62271-200:2011 და IEC 61936-1 (VDE 0101) სტანდარტებს. აღნიშნული ტექნოლოგია კი უზრუნველყოფს, ექსპლუატაციის პირობების დაცვით, 25 წლამდე მომსახურების გარეშე მუშაობას.
აღნიშნული პროექტი ჯივიპის დაკვეთით კომპანია “რეტკომ” Siemens-თან პარტნიორობით განახორციელა.