საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე - booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა.
სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები უკვე მუშაობენ, პროცესში შესაბამისი უწყებები არიან ჩართულები, რათა უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ხარვეზი აღმოიფხვრას“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ: დღეს, 12:00 საათიდან booking.moh.gov.ge-ზე "სინოფარმზე" რეგისტრაციის პროცესი უნდა განახლებულიყო, თუმცა პორტალი გათიშულია.