დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თბილისსა და ქუთაისში ბინებს შეისყიდის.
საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. საკონკურსო პირობების თანახმად, სააგენტო საცხოვრებელ ფართებს, საორიენტაციოდ 24 თვის ვადაში ჩაიბარებს.
მიმდინარე წელს, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით დევნილთა სააგენტოს ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი გამოიყო.
მენაშენეების საკონკურსო წინადადების მიღება 13 მაისს დაიწყო და 13 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სამშენებლო კომპანიებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში უნდა წარადგინონ:
• თბილისი, თამარაშვილის 15ა;
• ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
• ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე www.idp.gov.ge