ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოვაკს“ საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა - ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
ეს მეორე ჩინური ვაქცინაა, რომელსაც ჯანმო-ს ავტორიზაცია აქვს. ამ თვის დასაწყისში ორგანიზაციამ „სინოფარმის“ გამოყენება დაამტკიცა.