ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე,თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზით, უკვე პიკში ვართ. მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში მოხდება დაკვირვება, თუ საით მიდის ეპიდემია, შემთხვევები იმატებს თუ - არა.
„საუბარია ახალი ტიპის მოდიფიცირებული ვირუსის გავრცელებაზე. პროგნოზები არის არაერთგვაროვანი. ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორის პროგნოზით, მაგალითად, ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზით, ჩვენ უკვე პიკში ვართ და გარკვეულ პერიოდში დაღმასვლას უნდა ველოდოთ.
არის პროგნოზი, რომლის მიხედვით, ჯერჯერობით, პიკში არ ვართ და უფრო მეტი ზრდა შესაძლოა იყოს მოსალოდნელი, ამდენად ეს კვირა გარკვეულწილად იქნება კრიტიკული, რომ ჩვენ შევხედოთ, რა მიმართულებას მიიღებს ეპიდემია. ეს პროგნოზები არის შეფასებითი, ექსპერტების მოსაზრებაზე დამყარებული; ამდენად რეალური სურათის შეფასება უფრო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გაბუნიამ.