დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას, დისტანციურად, უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" დიაგნოსტიკური ცენტრის საზოგადიოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ჭითანავამ განუცხადა.
მისივე თქმით, პირველი კონსულტაციები უკვე შედგა.
"ჩვენი მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მიწოდებაა. ამ იდეის ინსპირაცია გახდა ის, რომ გალიდან ჩაწერილი პაციენტი ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო ვერ ჩამოვიდა ჩანიშნულ ვიზიტზე. შესაბამისად, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, პაციენტისთვის ონლაინ მომსახურება გაგვეწია. ვფიქრობთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ, ჩვენ ამას ვაცნობიერებთ და ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ ე.წ. საზრვარს მიღმა დარჩენილი მოქალაქეების დასახმარებლად", - განაცხადა ლევან ჭითანავამ.
ინფორმაციისთვის, ონლაინ კონსულტაციის მიღების მსურველებმა უნდა დარეკონ შემდეგ ნომერზე: 𝟓𝟓𝟏 𝟗𝟎𝟏 𝟒𝟕𝟒.