ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არა ოლიგარქი, არამედ ქველმოქმედია.
მდინარაძის განმარტებით, ოლიგარქი არის ადამიანი, რომელიც ცდილობს გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ასევე ადამიანი, რომელიც აფინანსებს ტელევიზიებს, ასეთი ადამიანი კი, მისი სიტყვებით, მთავარი არხის დამფინანსებელია.
მამუკა მდინარაძის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ მისი შეფასებით არ არის ქველმოქმედი და აშშ-ს ელჩი მას "მეცენატად", "ქველმოქმედად" და "ფილანტროპად" მოიხსენიებს.
"ქველმოქმედს დავარქვათ ქველმოქმედი, ოლიგარქის იდენტიფიცირება მოვახდინოთ... [ოლიგარქი არის] ადამიანი, რომელიც თავისი გავლენით, მათ შორის, მაგალითად, დიდი ფულით ცდილობს გავლენა მოახდინოს კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, დააფინანსოს ტელევიზიები და ეს გავლენები იყოს არალეგიტიმური და ა.შ. ასეთი არის თქვენი ტელევიზიის დამფინანსებელი და ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მათ შორის პოლიტიკური ქველმოქმედება განახორციელა 2012 წელს.
თქვენ ვინ გაფინანსებთ? თუ სახელს და გვარს იტყვით დაასახელებთ ოლიგარქს.... ვერ გათქმევინეთ ტელევიზიის დამფინანსებელი ვინ გყავთ, ტელევიზიაში მუშაობთ და არ იცით ვინ გაფინანსებთ, ან არ ამბობთ, ერთიც უბედურებაა და მეორეც", - თქვა მამუკა მდინარაძემ.